საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აიათოლა მოჯტაბა ხამენეის ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა.
შეთანხმებას არღვევ პეტრე! რაღაცას რომ ხელს აწერ, მერე ის უნდა დაიცვა! – წერს “ფედერალისტების” ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ნაცმოძრაობის” ლიდერ პეტრე ცისკარიშვილს, რამაც მათ შორის დაპირისპირება გამოიწვია, ხოლო, “ნაცმოძრაობის” ერთობაში პირველი ბზარი გააჩინა.
ორგანიზაცია KyivPride-მა კიევში თანასწორობის მარში და KyivPride Park-ის ფესტივალი დააანონსა. ორგანიზაციის განცხადებით, კიევში ამ ზაფხულსაც ჩატარდება თანასწორობის მარში. მათ 2026 წლის ღონისძიებების თარიღები უკვე გამოაცხადეს, რომლებიც ტრადიციულად ივნისში გაიმართება.
„ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი, ბოლო დღეებში გიორგი კანდელაკის ირგვლივ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ რამდენიმე გარემოება იკვეთება: კანდელაკს კომპიუტერი “აახიეს”, მის კომპიუტერს “ნაცები” თვითონ ეძახიან სიცრუის მანქანას, თარგამაძე თანაგუნდელების საუბრებს იწერს და მას ვიღაცამ ტელეფონიდან ჩანაწერი მოპარა.
აშშ-სა და კუბას შორის დაგეგმილ შეთანხმებაში, USA Today-ის წყაროების ინფორმაციით, შევა სანქციების გაუქმება, კუნძულის გახსნა ამერიკელი ტურისტებისთვის, ასევე მსხვილი ინვესტიციები კუბის პორტების ინფრასტრუქტურაში, ენერგეტიკასა და ტურიზმში.
უკრაინის უზენაესმა სასამართლომ პირველად აღიარა ერთნაირსქესიანი წყვილი ოჯახად, – ამის შესახებ ორგანიზაცია Insight LGBTQ-ზე დაყრდნობით „რბკ- უკრაინა“ წერს.
Human Rights Watch აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომ ისრაელმა ამ თვის დასაწყისში სამხრეთ ლიბანის საცხოვრებელ რაიონებში თეთრი ფოსფორი გამოიყენა, რითაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი დაარღვია.
სენატორი ჯოშ ჰოული, ჯორჯ და ალექს სოროსებს აშშ-ში ძალადობრივი საპროტესტო აქციების “შავი ფულის” მეშვეობით დაფინანსებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან FoxNews-ის ეთერში განაცხადა, როდესაც წამყვანმა ლოს-ანჯელესში არეულობებთან დაკავშირებით შეკითხვა დაუსვა, როგორ მოხვდა მომიტინგეების ხელში მთელი ყუთი აირწინაღები, როგორ მოხდა მათი ასე სწრაფად დარიგება და ხომ არ მოდის ეს ყველაფერი სოროსისგან.
აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში მარნეულის ადგილობრივი მედიის სტატიას აქვეყნებს, რომელშიც მოცემულია მარნეულის რელიგიური პირების პასუხი გიგა ბოკერიას მიმართ. ისინი ბოკერიას წარსულს ახსენებენ და აცხადებენ, რომ ის ადამიანები, ვისაც ბოკერია აკრიტიკებს, იგივე პირები არიან, ვისთანაც ურთიერთობა ჰქონდა და სთხოვდა, მისი პარტიის სასარგებლოდ მიეცათ ხმა. ბოკერიას მოუწოდებენ, ისიც გაიხსენოს, რომ დღეების განმავლობაში რჩებოდა მარნეულში.