„ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, გადაცემაში „ინგა გრიგოლიას დღის ამბები“ „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ კვლევაზე დაყრდნობით დეპუტატების კომპანიების მიერ მიღებულ სარგებელზე ისაუბრა.
ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ 17 ივნისს მიღებული მორიგი რეზოლუცია საქართველოს ხელისუფლებას საბჭოთა პერიოდთან დაკავშირებულ არქივებზე სრული წვდომის დაშვებისკენ მოუწოდებს, მიზეზად კი, ისტორიული განათლებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ნაკლებობას ასახელებს, რასაც “რუსეთის ფედერაცია იყენებს ქართული საზოგადოების ევროატლანტიკური მისწრაფებების შესასუსტებლად.” რეზოლუციის ტექსტის თანახმად, საბჭოთა ოკუპაციის, მისი პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური შედეგების შესწავლაში მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს ისეთმა ორგანიზაციებმა, როგორიცაა “სოვლაბი”.
„არანაირი ბრალი არ მიმიძღვის“ – გვეუბნება ადამიანი, რომელიც მთელმა ქვეყანამ პირდაპირ ეთერის საშუალებით ვიხილეთ, რას აშავებდა“, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებას, რომ ის უდანაშაულოა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ევროკომისარ მარტა კოსის კრიტიკასა და კონკრეტული კანონების გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა.
ადამიანები უბრალოდ ჩაითრიეს 4 ოქტომბერს. ასე მიწვევდნენ მეც, ასე მარწმუნებდნენ, რომ გამარჯვება გარდაუვალი იყო. მათ ადგილას თავისუფლად შეიძლებოდა ვყოფილიყავი- წერს ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძე და იხსენებს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს.
ბავარიის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო სადაზვერვო სააგენტოს შეუძლია პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) თვალთვალი. ინფორმაციას DW ავრცელებს.
ამერიკელი ჟურნალისტი ტაკერ კარლსონი აშშ-სა და ირანს შორის გაფორმებული შეთანხმების შესახებ აცხადებს, რომ დოკუმენტი აღიარებს, რომ ირანი არ არის ტერორისტული სახელმწიფო.
ქალაქ სენატობიაში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო ერთ წლის ბიჭუნას დაღუპვის გამო, რომელსაც პოლიციელებმა ადგილობრივი Walmart-ის ავტოსადგომზე ესროლეს.
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში მხატვარ ნუცა დუჩიძის პერსონალური გამოფენა „გზა უშენოდ“ გაიხსნა. ექსპოზიცია, რომელიც ორ განსხვავებულ სივრცეშია განთავსებული, ერთმანეთისგან სრულად განსხვავებულ სტილსა და ემოციებს აერთიანებს. ნამუშევრების ნაწილი სპეციალურად ამ გამოფენისთვის შეიქმნა და ავტორმა ისინი წლების წინ ტრაგიკულად დაღუპული მეუღლის, გენერალ გია გულუას ხსოვნას მიუძღვნა.