ყველა სიახლე
4676 მასალა
23 ივნისი
სტრასბურგის სასამართლომ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამებისა და მკვლელობისთვის რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისრა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მათ შორის არის საქმე „მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც საქართველო-რუსეთის 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს ეხება.
გახარიას პარტიის წარმომადგენლებს
განათავსეთ თქვენი რეკლამა
“პარტიის ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტულია – დრო მოვა და გამოიკვეთება, ვინ, ვის უჭერს მხარს“ – პეტრე ცისკარიშვილი ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებაზე
“ნაციონალური მოძრაობის“ ათიათასობით წევრზე უღირსობის დაბრალება, პოლიტიკურად არაკორექტული და არაკოლეგიალურია, – ასე შეაფასა “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადება, რომლის მიხედვით, “ნაციონალურ მოძრაობას“ თავმოყვარეობა რომ ჰქონდეს, ალიანსიდან გამოვიდოდა და “ამას მიშას ნებართვა არ ჭირდება“.
ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა: სინამდვილეში „ქართული ოცნების“ ორგანიზაციული სიძლიერისა და პოლიტიკური წონის აღიარებაა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებას ეხმიანება, რომ “ქართული ოცნება” ძალაუფლების პარტიად იქცა.
22 ივნისი
კირ სტარმერმა ბრიტანეთის პრემიერის პოსტი დატოვა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა გადადგომის შესახებ განაცხადა. გადადგომის გამოცხადებამდე სტარმერმა თქვა, რომ მემკვიდრეობით მიიღო ლეიბორისტული პარტია, რომელიც „პოლიტიკურად, ფინანსურად და მორალურად გაკოტრებული“ იყო.
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
ბიზნესმენი თემურ უგულავა 56 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ოჯახის წევრები და ახლობლები ავრცელებენ.
21 ივნისი
ზაქარია წიკლაური ბუქარესტში საერთაშორისო ორგანიზაცია Patriots Network-ის ორგანიზებით გამართულ სააერთაშორისო კონფერენციას დაესწრო
პარტია “ხალხის ძალის” წევრი, თბილისი საკრებულოს ფრაქცია “ხალხის ძალის” თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური რუმინეთში, ბუქარესტის პარლამენტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო შეხვედრებს დაესწრო, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაცია Patriots Network-ის ორგანიზებით გაიმართა.
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს – „2019 წლის 19 ივნისს საღამოს შენთან ვიყავი სახლში, შენს მეგობრებთან ერთად ილხენდი, სალომე, გავრილოვის ღამეს თბილისში იყავი და არა ბელარუსში, როგორც ამბობ და რაღაც არ მახსოვს, ხალხის ცემა და თვალების დათხრა მაშინ გაგეპროტესტებინოს“
მეცო-სოპრანო მზია ნიორაძე სალომე ზურაბიშვილს ტყუილში ამხელს. ნიორაძე იხსენებს 2019 წლის 19 ივნისს, როდესაც სალომე ზურაბიშვილს თბილისში, სახლში ეწვია, სადაც ის მეგობრებთან ერთად ილხენდა, ზურაბიშვილმა კი გუშინ, 20 ივნისს „ფორმულას“ ჟურნალისტს განუცხადა, რომ 7 წლის წინ, აღნიშნულ დროს, ბელარუსში იმყოფებოდა.
ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს კვლავ იუნესკოს პატრონაჟი მიენიჭა
ქართული კულტურული სივრცისთვის მნიშვნელოვანი აღიარება გრძელდება: იუნესკოს გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, „ბათუმის 2026 წლის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალს“ ორგანიზაციის უმაღლესი პატრონაჟი მიენიჭა.
მოლდოვაში ლგბტქ+ პრაიდი ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც, სიმბოლური ერთნაირსქესიანთა ქორწილი გაიმართა
თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც LGBTQ თემია. ფესტივალი 16-21 ივნისს იმართება და გეგმის მიხედვთ, დღეს კიშინეუში ლგბტ-მარშით უნდა დაიხუროს. წელს ორგანიზატორებმა ღონისძიებისთვის შეარჩიეს ლოზუნგი „სიყვარული ქმნის, კანონი იცავს“.





























