პოლიტიკა
3677 მასალა
25 აპრილი
„ძლიერი საქართველო – ლელო“ – მხარდაჭერას ვუცხადებთ ქართველ მეწარმეებს, თუ რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმის ჩახშობას, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ, მათ დუმილს თუ აიძულებენ, ჩვენ მათ ნაცვლად ვილაპარაკებთ
მიღებული რეპრესიული ცვლილებები ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი ისედაც მყიფე დემოკრატიას რეპრესიული მმართველობით ანაცვლებს. პირველი სამიზნე სამოქალაქო საზოგადოება იყო, შემდეგ ემიგრანტებს შეუზღუდეს საარჩევნო უფლება, ახლა კი რიგში ბიზნესია, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ განცხადებაშია ნათქვამი.
24 აპრილი
„ტვ პირველი“ მანიპულირებს, რომ 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა 2333 პირს მიენიჭა, რომელთა 60% რუსეთის მოქალაქეა – არაფერს ამბობს იმაზე, რომ განაცხადის გაკეთება შეუძლიათ საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს ან მათ, ვისაც შეუწყდათ მოქალაქეობა
ოპოზიციური მედიის მანიპულაცია: ტელეკომპანია „ტვ პირველი“ BPN-ზე დაყრდნობით ავრცელებს 2025 წელს საქართველოს მოქალაქოების მინიჭებასთან დაკავშირებით ინფორმაციას და წერს, რომ გასულ წელს, საქართველოს მოქალაქეობა 2 333 ადამიანს მიენიჭა, რომელთაგან 60% რუსეთის მოქალაქეა.
გვარამიას განცხადებაზე
განათავსეთ თქვენი რეკლამა
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები რეგიონების საკრებულოებში ფრაქციების წევრებთან შეხვედრებს აგრძელებენ
პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალის“ წევრები განაგრძობენ შეხვედრებს რეგიონებში, საკრებულოებში „ხალხის ძალის“ ფრაქციების წარმომადგენლებთან. ამჯერად შეხვედრები ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოების წევრებთან გაიმართა.
23 აპრილი
პაპუაშვილიჰერჩინსკიზე: ბატონი ელჩის მხრიდან „ხალხზე“ საუბარი პოლიტიკური ცინიზმის კლასიკური მაგალითია, ყველაზე დიდი ცინიზმი კი ისაა, რომ ეს ბრალდებები ისმის იმ გარემოდან, სადაც ძალადობის რომანტიზებულია
ქართველი ხალხის ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და არ თმობს საკუთარ გზას, – წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, პაველ ჰერჩინსკის განცხადებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში.
პაველ ჰერჩინსკის
ჰერჩინსკის განცხადებაზე
მარტა კოსის განცხადებაზე
ზელენსკი უკრაინის მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში ომმა მსოფლიოს რუსეთის აგრესიიდან ყურადღება გადაატანინა და არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები ირანში კონფლიქტის დასრულებამდე არ განახლდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ჩვენი სამართალდამცველი თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ
შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს [სამართალდამცველთა რიგებში დამნაშავე პირების დაუსჯელობას], “გამოძიება მიმდინარეობს, დაველოდოთ შედეგებს” – ეს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში. ვაღიაროთ, რომ ხანდახან ამას თავის არიდების მიზნით და ცოტა რთულ სიტუაციაში როცა ხარ ადამიანი, მაშინ იყენებ, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრობისა და ვიცე-პრემიერობის კანდიდატმა, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში “იმედი LIVE”.
აქციებზე სამართალდამცველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე



























