Layout K (with load more)

ნინო ფოჩხუა:   შეწყალებულთა რიგებში მოხვდა ის ხალხი, ვისაც “პოლიტიკურ პატიმრებს” ეძახდა ოპოზიცია. ამ ხალხმა აღიარა დანაშაული, მოინანია და მიმართა პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით, რაც დაკმაყოფილდა – იმედი მაქვს, სხვა ბიჭებიც მიბაძავენ მეგობრებს, აღარ აღმოჩნდებიან გარე ძალების ბრძოლაში და ახალგაზრდობის საუკეთესო წლებს არ გაატარებენ ციხეში

ჩიხელიძე: ყაველაშვილის მიერ შეწყალებულმა ადამიანებმა გვაჩვენეს, რომ მნიშვნელოვანია შეცდომის აღიარება – იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ეს ადამიანები მომავალში აღარ აღმოჩნდებიან სხვისი, განსაკუთრებით კი გარედან მართული ძალების პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტები

სადღობელაშვილი ძალადობრივი აქციების დროს დაკავებულებზე: მიხეილ ყაველაშვილის მიერ მიღებული შეწყალების გადაწყვეტილება ჰუმანური ნაბიჯია, თუმცა  ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამ ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს აღიარეს საკუთარი დანაშაული, მოინანიეს დაშვებული შეცდომები და პრეზიდენტს ოფიციალურად მიმართეს შეწყალების თხოვნით 

გია აბაშიძე: მარიამობის დღესასწაულზე პრეზიდენტმა საპროტესტო აქციებზე დანაშაულის ჩამდენი რამდენიმე პირი შეიწყალა – მათ დანაშაული აღიარეს, მოინანიეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს. ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მორიგი ჰუმანური აქტია

თენგიზ შარმანაშვილი პრეზიდენტის მიერ ძალადობრივ აქციებზე დაკავებული პირების შეწყალებაზე, რომლებმაც მიხეილ ყაველაშვილს შეწყალების თხოვნით მიმართეს: ვინც სახელმწიფო ინსტიტუტებს ცნობს, სახელმწიფოც გადადგამს მისკენ ნაბიჯს – თუ ასე ვიმოძრავებთ, სიძულვილს ოპონირება ჩაანაცვლებს

დავით ქართველიშვილი: ვინც განპიროვნებული ძალაუფლების მომხრეა და ზოგადი პრინციპების ერთგულებაში მოიკოჭლებს – თუ რამე არ გესმით, თუ რამეს ვერ ხვდებით, ნუ დაგვაინფიცირებთ უადგილო პანიკებით

ლევან მაჭავარიანი: აგენტურის წარმომადგენლები მთელი ეს წლები ცდილობდნენ შეექმნათ აღქმა, რომ ჩვენ უკრაინას არ ვეხმარებოდით. არც ერთ მათ წარმომადგენელს ერთხელაც არ უხსენებია, რომ ყველა რეზოლუციასა და საერთაშორისო დოკუმენტს მივუერთდით, შევიფარეთ 30 000-მდე უკრაინელი დევნილი- ჩვენი მასშტაბისა და შესაძლებლობების არცერთ ქვეყანას ამდენი არ გაუკეთებია

ჯაბა ხუბუა: როცა ნაცი ფავლენიშვილი ლარსის საზღვარს მორდორის კარიბჭეს უწოდებს, ამით ამბობს, რომ საქართველო ბნელეთი და ბოროტებაა- პრინციპში, ახალგაზრდა კაცი მწამებელი რეჟიმის შემქმნელ პარტიაში რომ გაწევრიანდება, არც არის გასაკვირი, საკუთარი სამშობლო არ უყვარდეს და ბნელეთად მიაჩნდეს

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა