Layout K (with load more)

ნინო ჯღარკავა: ვიკა ბუკია ბურატინოვას უყურეთ რა, გუშინ ხელფასი არ ჰქონდა, წუწუნებდა და პრაღებში გულაობს, ამათი წაქეზებული ხალხი კი ზოგი ციხეშია, ზოგი ჯარიმებს ჯარიმებზე იღებს და ზოგი გაოფლილ-გახვითქული, მარშებზე დარბის – აზრზე მოდით ხალხო, თქვენს ხარჯზე ცხოვრება მოიწყო ამ გოიმმა ,,ელიწამ”

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ამოცანა საქართველოს დაზიანებაა, იმას ამბობენ, რასაც სცენარისტი კარნახობთ, ის შეასრულეს, რაც უკარნახეს, როცა რუსეთთან მოგვარება იყო საჭირო – იმ პერიოდში რუსეთი დიდი რვიანის შემადგენლობაში იყო, დღეს სხვა ვითარებაა, რადგან რუსეთთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად შეიცვალა და ომში საქართველოს ჩართულობაც სჭირდებათ

გიგი წერეთელი: მაშინ [2008 წელს] იყო ასეთი პოლიტიკა. საქართველო არ იყო ქსენოფობიური ქვეყანა და რაღაც განსხვავების დანახება, რომ რუს ხალხს არ მოსწონს ის, რომ პუტინი ასეთ ექსპანსიას ახორციელებს, ალბათ, ამაზე იყო გათვლა – ხალხს არაფერს ვერჩით. თუ ჩამოვა მშვიდობიანი ტურისტი, ჩამოვიდეს. თუ ვინმე ბიზნესს ომისთვის არ იყენებს, არ არის პრობლემა

გედევან ფოფხაძე: თუ რუსეთის მოქალაქე საქართველოში ჩამოდის და ისვენებს, არ მიმაჩნია, რომ რადგან რუსია, არ უნდა შემოვუშვათ. არ მგონია ოპოზიციაში ასეთი განწყობები იყოს. რუსული კულტურა იქნება, თეატრი, ლიტერატურა თუ პოეზია ჩემთვის ძალიან ახლობელია, ამას მე ომს არ ვუცხადებ

ჯაბა ხუბუა „ნაცებსა“ და ლიბერალებზე: ეს არის უსამშობლო აგენტურა, რომელიც უცხოელი პატრონების დავალებისა და დაფინანსების შესაბამისად, ნებისმიერ დროს გახდება ნებისმიერი ქვეყნის ,,პატრიოტი”, გარდა საქართველოსი, რადგან საქართველოს პატრიოტობაში უცხოელი პატრონები ფულს და სხვაგვარ წყალობას არასოდეს უბოძებენ

შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი – ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს

გია აბაშიძე ტატო ბაციკაძის განცხადებაზე: ეს ლატენტური ნაციონალი ან ბრმაა, ან წაკითხულიდან აზრის გამოტანის უნარი არ აქვს, ან უბრალოდ ყველაფერს კარგად ხვდება, მაგრამ მისი დედა პარტიის საამებლად წერს ამ ბოდვას

თამთა მეგრელიშვილი: მკვდარი და მხილებულია ოპოზიცია, რომელსაც ქართულ პოლიტიკაში მხოლოდ გარე დაკვეთის შემსრულებლის ფუნქცია დარჩა და 2008 წლის ომის შემდეგ დღემდე, ისევ მოღალატის სახელით ახალი დავალების მოლოდინშია

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა