პოლიტიკა

დავით ჩიხელიძე: ALDE-ს მოქმედება ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი არა, გარკვეული იდეოლოგიური მიმართულების ფილიალები იყვნენ

x

ევროპულ პოლიტიკაში აშკარა ხდება ერთი ტენდენცია: გარკვეული ჯგუფებისთვის დემოკრატია ღირებულებაა მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი მათ იდეოლოგიურ გემოვნებას ემთხვევა. იააკ მედისონის შეფასება ALDE-ის შესახებ სწორედ ამ წინააღმდეგობას უსვამს ხაზს, და გულწრფელად რომ ვთქვა, რთულია მას არ დაეთანხმო – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძის თქმით, ALDE-ს მოქმედება ხშირად ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები დამოუკიდებელი სახელმწიფოები კი არა, გარკვეული იდეოლოგიური მიმართულების ფილიალები იყვნენ.

„ევროპულ პოლიტიკაში, აშკარა ხდება ერთი ტენდენცია: გარკვეული ჯგუფებისთვის დემოკრატია ღირებულებაა მხოლოდ მაშინ, როცა შედეგი მათ იდეოლოგიურ გემოვნებას ემთხვევა. იააკ მედისონის შეფასება ALDE-ის შესახებ სწორედ ამ წინააღმდეგობას უსვამს ხაზს , გულწრფელად რომ ვთქვა, რთულია მას არ დაეთანხმო. ALDE იქცევა ისე, თითქოს ევროკავშირის ქვეყნები სუვერენული სახელმწიფოები კი არა, იდეოლოგიური ფილიალები იყვნენ. როცა ამომრჩეველი იღებს „არასწორ“ გადაწყვეტილებას, პასუხი ყოველთვის ერთი და იგივეა: მორალური ლექციები, ზეწოლა და დემოკრატიის სახელით, დემოკრატიისვე გაუფასურება. არჩევნების შედეგების იგნორირება და ხალხის ნების გადაფარვა ვერანაირად ვერ შეეთავსება ლიბერალურ ღირებულებებს, რამდენჯერაც არ უნდა გაიმეორო ეს სიტყვები. არანაკლებ პრობლემურია მედიის ქცევა. ხშირად მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჟურნალისტიკის ნაწილი უკვე აღარ ცდილობს ნეიტრალიტეტს, ისინი უბრალოდ მხარეს ირჩევენ. როდესაც პარტიას, რომელსაც საზოგადოების თითქმის ნახევარი უჭერს მხარს, ყოველგვარი კონტექსტისა და ანალიზის გარეშე „ულტრამემარჯვენეს“ უწოდებ, ეს აღარ არის ინფორმირება. ეს არის იარლიყის მიწებება და საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ სწორედ ეს წრეები ლაპარაკობენ ტოლერანტობაზე, პლურალიზმსა და მრავალფეროვნებაზე, მაგრამ რეალურად ვერ იტანენ პოლიტიკურ მრავალფეროვნებას. განსხვავებული პოზიცია მათთვის საფრთხეა და არა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილი. არასწორია ALDE-ეს მიდგომა, როცა იდეოლოგია დგას ხალხის ნებაზე მაღლა, რის გამოც ხალხის მიერ გამოხატული ნება მათი კრიტიკის საგანი ხდება, რადგან ის (ნება) მათ დღის წესრიგს ეწინააღმდეგება. რაც დემოკრატიას აზიანებს.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: ბატონო გვარამია, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება 1990-იანი წლებიდან იწყება, „ქართუ“  ჯერკიდევ 1995 წელს დაარსდა! ეს საქმიანობა შენს დღევანდელ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას ათწლეულები თუ სწრებს. საკუთარი პოლიტიკური მიუღებლობის გამო ამ ყველაფრის გაუფასურება უბრალოდ უტიფრობაა

პოლიტიკა

სადღობელაშვილი:  გვარამიას საზოგადოება კარგად იცნობს, ივანიშვილის ქველმოქმედება კი ათწლეულების განმავლობაში გრძელდება  – საზოგადოებისათვის ადვილია თეთრის და შავის გარჩევა! კარგად გვახსოვს ვინ აშენებდა და ეხმარებოდა ქვეყანას პირადი სახსრებით და ვინ იყენებდა “მედიასა” და “ოპოზიციას” საკუთარი კეთილდღეობისთვის

პოლიტიკა

გია აბაშიძე გვარამიას განცხადებაზე: მტკიცებაც კი ზედმეტია, რომ ბიძინა ივანიშვილი ის მეცენატია, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი თეთრიც კი არასდროს აუღია. მან საკუთარი, უცხოეთში ნაშოვნი ფულით არჩინა ეს ქვეყანა მაშინ, როცა სახელმწიფო ბევრ რამეს ვერ სწვდებოდა — ჯარს, პოლიციას, პედაგოგებს თუ ინფრასტრუქტურას

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.