პოლიტიკა

გია აბაშიძე: ნაცასპიტების ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს არის ღია მინიშნება და გზავნილი ქართველი საზოგადოებისთვის, თუ რას უმზადებენ ისინი ჩვენს ქვეყანას- ტერიტორიების უსიტყვო დათმობას და მტრის წინაშე მუხლებზე დაჩოქებას

ეს პოლიტიკური მეძავეები ერთხმად ალაპარაკდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე და თითქოსდა „წარსულისთვის თვალის გასწორებას“ ითხოვენ, რეალურად კი საზოგადოებაში დამთრგუნველი და კაპიტულანტური განწყობების დათესვას ცდილობენ – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე მათი გააქტიურება შემთხვევითი არ არის. ისინი საზოგადოებაში კაპიტულანტური განწყობების დათესვასა და ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის იდეის დამკვიდრებას ცდილობენ.

ანალიტიკოსის შეფასებით, აღნიშნული ჯგუფების პოზიცია განსაკუთრებით მკაფიოდ ვლინდება მაშინ, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკასა და ყარაბაღის „ჩაბარების“ გადაწყვეტილებას დადებითად აფასებენ.

“ნაცმანქურთების ჯგუფი, უცხოური დაკვეთითა და დირექტივებით, სისტემატურად ცდილობს ქართველი ხალხის ეროვნული ღირსების შეურაცხყოფას და ჩვენი ყველაზე მტკივნეული ჭრილობებით მანიპულაციას.

ეს პოლიტიკური მეძავეები ერთხმად ალაპარაკდნენ აფხაზეთთან დაკავშირებულ ტრავმულ მეხსიერებაზე და თითქოსდა „წარსულისთვის თვალის გასწორებას“ ითხოვენ, რეალურად კი საზოგადოებაში დამთრგუნველი და კაპიტულანტური განწყობების დათესვას ცდილობენ. მათი მოღალატეობრივი გზავნილები იმ სცენარის ნაწილია, რომლის მიხედვითაც ოკუპაციის პრობლემა თითქოს მოუგვარებელია, ხოლო აფხაზეთის კონტროლი იქ მაცხოვრებლებისთვის მიმზიდველი არ არის და მეტიც – რუსეთზე მეტ ხიფათს ქმნის. ამაზე მძიმე ცილისწამება და საკუთარი მიწა-წყლის მტორისთვის ჩაბარების მცდელობა წარმოუდგენელია.

ნაცასპიტების ანტიქართული ბუნება ყველაზე თვალსაჩინოდ მაშინ ჩანს, როდესაც ისინი ნიკოლ ფაშინიანითა და, როგორც თავად აცხადებენ, ყარაბაღის „ჩაბარების“ პოლიტიკით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. ეს არის ღია მინიშნება და გზავნილი ქართველი საზოგადოებისთვის, თუ რას უმზადებენ ისინი ჩვენს ქვეყანას- ტერიტორიების უსიტყვო დათმობას და მტრის წინაშე მუხლებზე დაჩოქებას.

ჯამში, ამ განცხადებების უკან ერთადერთი მიზანი დგას: გარე პატრონების დავალებით, აგენტურა ქართველ ხალხს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დათმობისა და „ტვირთისგან“ გათავისუფლების იდეას აპარებს. მაგრამ კარგად უნდა გაიაზრონ როგორც აგენტებმა, ისე მათმა მფარველებმა, რომ ამას ვერასდროს ეღირსებიან! 90-იანი წლების კონფლიქტები ქართველი ხალხისთვის უდიდესი ტრაგედია და საერთო ეროვნული ტკივილია, რომლის გაუფასურებას, ისტორიის დამახინჯებას და ჩვენი ფუნდამენტური ღირებულებების მიწასთან გასწორებას არავინ აპატიებს.

საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ყოველი ასეთი მცდელობა მკაცრ პასუხს მიიღებს, – წერს აბაშიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: რომ არა პირველი ოქტომბერი, ყველა ის ბრძანება, რაც მოვიდოდა უცხოეთიდან, იქნებოდა ეს მეორე ფრონტი, ქართული ოჯახების დანგრევა თუ ლგბტ პროპაგანდის გავრცელება, პირნათლად შესრულდებოდა

პოლიტიკა

თამთა მეგრელიშვილი: 2012 წლის პირველ ოქტომბერს მიღწეული გამარჯვება იყო გარდამტეხი მომენტი, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ ხელ-ფეხი გაუხსნა, დაეწყო ქვეყნის სუვერენიტეტზე ხაზგასმით სახელმწიფო ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ეს პროცესი ამ ძალის უცვლელი პოლიტიკური მისიაა

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: პირველ ოქტომბერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დამარცხდა, თუმცა ჯერ კიდევ არ არის დამარცხებული ის ძალა, რომელმაც „ნაცსექტა“ 9 წლის განმავლობაში მმართველ ძალად აქცია

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.