პოლიტიკა

მარკო რუბიო: უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო აცხადებს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. 

რუბიოს განცხადებით, ამ ეტაპზე, უკრაინასთან მიმართებით, ყურადღება ძირითადად მიმდინარე კონფლიქტის დასრულებას ეთმობა.

 „ამ კითხვაზე მარტივი „დიახ“ ან „არა“ პასუხი არ არსებობს, გარდა იმისა, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი ამჟამად დღის წესრიგში არ დგას. მოგეხსენებათ, ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და ყველა წევრი ქვეყნის ერთსულოვანი თანხმობა.

ამ ეტაპზე, უკრაინასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება ძირითადად ამ კონფლიქტის დასრულებაზეა გამახვილებული – თუკი ეს შესაძლებელია.

სამწუხაროა ამდენად მაღალი ადამიანური მსხვერპლი, თუმცა ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ: თუკი შეგვიძლია რაიმე წვლილი შევიტანოთ ომის დასრულებაში, გვსურს, ეს კონსტრუქციულად გავაკეთოთ,” – განაცხადა მარკო რუბიომ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,954,588 ნახვა

Herald Posts Big

პოლიტიკა

გია აბაშიძე: პროვოკატორ დავითაძეს, რომელმაც მოიგონა თითით გაუპატიურების ამბავი, იცავს ადეიშვილის პროკურატურის ერთ – ერთი სისხლიანი ჯალათი, ამჟამად ადვოკატობას ამოფარებული სალომე ჯანუაშვილი

პოლიტიკა

გია აბაშიძე: თუ ტრამპს აქვს უფლება თქვას – „უცხოურ ჩარევას არ ვენდობით“, საქართველოსაც უნდა ჰქონდეს უფლება, იგივე თქვას ევროკრატიული, გაუმჭვირვალე „ნაცენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ აქტივობაზე – არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში

Herald Posts List

Herald Posts Slider

Video

Uniquely strategize progressive markets rather than frictionless manufactured products. Collaboratively engineer reliable.