მსოფლიო
329 მასალა
2 მაისი
1 მაისი
ევროკავშირის ხელისუფლებამ არ იცის, რამდენი საწვავი დარჩა ევროპაში — Politico
ევროკავშირში საწვავის მარაგების ზუსტი რაოდენობა უცნობია. ამის შესახებ „პოლიტიკო“ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ენერგეტიკის სამინისტროების წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. პრობლემა ირანში მიმდინარე ომის ფონზე წარმოიშვა, რაც მკვეთრად ზრდის ევროპის ხარჯებს წიაღისეულ საწვავზე და საფრთხეს უქმნის მიწოდებას ჰორმუზის სრუტის მეშვეობით — ეს ნავთობისა და გაზის გადაზიდვისთვის საკვანძო სატრანსპორტო დერეფანია.
29 აპრილი
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ თურქეთი წევრად მიიღონ, მაშინაც კი, თუ პირობებს დააკმაყოფილებს. ნიკოლა სარკოზიმ ეს პოლიტიკური ნება 2007 წელს გააუქმა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ევროკავშირთან ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ევროკავშირში არ არსებობს პოლიტიკური ნება, თურქეთი მათ წევრად მიიღონ.
Reuters: კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს
კიევმა საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან დაფინანსების შესანარჩუნებლად საზღვარგარეთიდან ამანათებზე გადასახადი უნდა გაზარდოს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
28 აპრილი
ბრიჟიტ მაკრონმა ელისეის სასახლეში ცხოვრებით გამოწვეულ პესიმიზმზე ისაუბრა
საფრანგეთის პირველმა ლედიმ, ბრიჟიტ მაკრონმა, გამოცემა La Tribune Dimanche-სთან ინტერვიუში აღიარა, რომ ელისეის სასახლეში ცხოვრება მასზე ზოგჯერ დამთრგუნველად მოქმედებს.
26 აპრილი
25 აპრილი
Reuters: ამერიკელების უმრავლესობა ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ტრამპს ადანაშაულებს
სააგენტო Reuters-ის დაკვეთით, კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელების უმეტესობა აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბენზინზე ფასის მკვეთრ ზრდაში ადანაშაულებს, რაც ნოემბერში კონგრესში გასამართი შუალედური არჩევნების წინ „რესპუბლიკურ“ პარტიაზე დიდ წნეხს ახდენს.
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ პროსტატის კიბო დაამარცხა
ისრაელის 76 წლის პრემიერ-მინისტრმა პროსტატის ჯირკვალში ავთვისებიანი სიმსივნის აღმოჩენის შემდეგ წარმატებული მკურნალობის შესახებ განაცხადა.
აშშ-ში ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის აღსრულების მეთოდად დახვრეტა დაამტკიცეს
აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ ფედერალურ დონეზე სიკვდილით დასჯის აღსრულების მორატორიუმი გააუქმა და განაჩენის სისრულეში მოყვანის ერთ-ერთ მეთოდად დახვრეტა დაამტკიცა.
20 აპრილი
ისრაელის არმია ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს – მიმდინარეობს გამოძიება
ისრაელის თავდაცვითი ძალები ადასტურებს იმ ფოტოს ავთენტურობას, რომელზეც სამხრეთ ლიბანში მყოფი ჯარისკაცი იესოს ქანდაკებას უროთი ამსხვრევს. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს. სამხედრო უწყების განცხადებით, მათ მიმართ, ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდა, შესაბამისი ზომები გატარდება. ფოტოს პირველადი შემოწმების შემდეგ, სამხედროებმა განაცხადეს, რომ „დადგინდა, რომ ფოტოზე აღბეჭდილია სამხრეთ ლიბანში მოქმედი „ცაჰალის“ ჯარისკაცი“.
19 აპრილი
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ბულგარეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში უკვე მერვედ იმართება.
აშშ-მა და კუბამ ჰავანაში ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველი საიდუმლო მოლაპარაკებები გამართეს
ამერიკული დელეგაცია კუბას ქვეყნის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან მოსალაპარაკებლად ეწვია, რის შესახებაც ინფორმაციას Axios-ი და CBS News-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ.
14 აპრილი
Politico- უნგრეთში ჩატარებული არჩევნები დონალდ ტრამპის მარცხია
Politico-ს სტატიის მიხედვით, უნგრეთში ჩატარებული არჩევნები დონალდ ტრამპისთვის წარუმატებლობა აღმოჩნდა, თუმცა პეტერ მაგიარის კამპანია საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს ამერიკელი დემოკრატებისთვისაც.
13 აპრილი
აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ირანის ყველა პორტის სრულმასშტაბიან საზღვაო ბლოკადას იწყებს
CENTCOM-ის ოფიციალური განცხადების თანახმად, 13 აპრილიდან ყველა გემი, რომელიც ირანის პორტებში შედის ან იქიდან გამოდის, დაიბლოკება. ამასთან, აშშ ხელს არ შეუშლის ნავიგაციის თავისუფლებას იმ გემებისთვის, რომლებიც ჰორმუზის სრუტის გავლით არაირანული პორტებისკენ გადაადგილდებიან.
ხმათა 96.37 პროცენტის დათვლის შემდეგ ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის პარლამენტში 138 მანდატს აგროვებს, რაც ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს
უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი მონაცემებით, ოპოზიციური პარტია „ტისა“ უნგრეთის 199-ადგილიან პარლამენტში 138 მანდატს მიიღებს. ამ დროისთვის უკვე დათვლილია ხმათა 96.37 პროცენტი.
12 აპრილი
ვიქტორ ორბანმა ოპოზიციურ პარტია „ტისას“ არჩევნებში გამარჯვება მიულოცა -„გამარჯვებულ პარტიას მივულოცე, ჩვენ უნგრეთის ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით“
ვიქტორ ორბანმა მხარდამჭერებს მიმართა, საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა, არჩევნების შედეგებს კი „ნათელი“ და მისი პარტიისთვის „მტკივნეული“ უწოდა.
აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტის საკითხზე ჩიხში შევიდა – Financial Times
აშშ-ისა და ირანის მოლაპარაკებები ჰორმუზის სრუტის საკითხზე ჩიხში შევიდა. Financial Times-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ვაშინგტონი სრუტის გახსნასა და მასზე ერთობლივი კონტროლის დაწესებას ითხოვს, მაშინ როცა თეირანი სრუტეზე ერთპიროვნულ კონტროლსა და გემების გავლისთვის სპეციალური საფასურის დაწესებას მოითხოვს.
ირანული მედიის ცნობით, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებები ამერიკის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო ჩაიშალა
მოლაპარაკებები ჩაიშალა აშშ-ის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, – ამის შესახებ ირანული მედია წერს.
11 აპრილი
აშშ-მა და ირანმა ისლამაბადში მოლაპარაკებები დაიწყეს
ისლამაბადში ამერიკული და ირანული დელეგაციების პირდაპირი მოლაპარაკებები დაიწყო — ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია NewsNation-ის ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა. მოლაპარაკებების დაწყების შესახებ ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო Fars-იც ადასტურებს.
პაკისტანი აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის ემზადება: მთავარი განცხადებები და მოლოდინები
აშშ-ისა და ირანის დელეგაციები ისლამაბადში ჩავიდნენ, სადაც 11 აპრილს მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ მოლაპარაკებები გაიმართება. CNN-ის ინფორმაციით, დიალოგი თავდაპირველად შუამავლების მეშვეობით დაიწყება, მოგვიანებით კი, დღის განმავლობაში, მხარეები პირდაპირ მოლაპარაკებებზე გადავლენ.
10 აპრილი
„ბრალს სდებენ, თითქოს მამაკაცია, მაგრამ ეს ასე არ არის“- ტრამპმა ბრიჯიტ მაკრონს მხარი დაუჭირა და თავისი ყოფილი მომხრეები მკაცრად გააკრიტიკა
შეშლილი კენდის ოუენსი საფრანგეთის პატივსაცემ პირველ ლედის იმაში ადანაშაულებს, თითქოს ის მამაკაცია, მიუხედავად იმისა, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საერთოდ, საფრანგეთის პირველი ლედი ბევრად უფრო ლამაზია, ვიდრე კენდისი — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა პოდკასტის წამყვანზე, რომელსაც ემანუელ და ბრიჯიტ მაკრონებმა სასამართლოში შეთქმულების თეორიების გავრცელებისთვის უჩივლეს.





























