ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “საგარეო საქმეთა სამინისტრო” საქართველოს პროკურატურის მხრიდან გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას ეხმაურება.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა, კობა კობალაძემ განუცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, 2008 წლის ომის შემდეგ, რატომ არ იყო მკაცრი „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ მაშინ საქართველო ქვეყნის ღირსებას იცავდა.
ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს. შენი სიტყვები დღეს აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელებს უწოდებენ, – ასე ეხმიანება გენერალ-მაიორი, აფხაზეთის ომის მონაწილე გიორგი ყარყარაშვილი, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომში, ქართველების მიერ ტყვეების დახვრეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. იგი იხსენებს, რომ ომში ანგელოზი არც ერთი მხარე ყოფილა, თუმცა, აფხაზების მხრიდან ქართველების მიმართ გამოხატულმა სიძულვილმა და ქართველი ტყვეების სისასტიკით დახოცვამ, გაგრის აღებაში მონაწილე რუსი ოფიცრებიც გააკვირვა, რაც ერთ-ერთმა მათგანმა 1993 წელს, ჩვენებაში აღიარა.
ქვეყნის იმიჯის დაზიანება და საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ დისკრედიტაციული შინაარსის შემცველი ინფორმაციის მიზანმიმართული გავრცელება – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო.
ახლა ვნახე გია ბარამიძის განცხადება იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუში. ესაა წმინდა წყლის პროვოკაცია და მავნებლობა საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, თითქოს კონფლიქტის დროს ქართული მხარე აფხაზ ტყვეებს ხვრეტდა, – წერს აფხაზეთის ომის მონაწილე, ბადრი მანჯავიძე, სოციალურ ქსელში.
ნანა ჟორჟოლიანი აპროტესტებს ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებას და აცხადებს, რომ “ერთია გამწარებული დედის ფიქრები, ინფორმაცია, ეჭვები, მაგრამ მეორეა მტკიცებულებები, რითაც ხელმძღვანელობს პროკურატურა არასრულწლოვანი მოზარდების დაკავების დროს”.
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმის ფიგურანტის, ნია იმნაძის დაკავებასთან დაკავშირებით ოპოზიციურ სპექტრში არსებულ კითხვებსა და უკმაყოფილებას, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე ეხმიანება. კერძოდ, მან კომენტარი დაწერა ნანა ჟორჟოლიანის ფეისბუქ-პოსტზე და განაცხადა, რომ დღევანდელი “პოსტაობა” სირცხვილი და დანაშაულის ტოლფასი შეცდომაა.